ინტელის სასწავლო კურსი
Sunday, September 14, 2014
ტრენინგის შეჯამება
ტრენინგი ძალიან ნაყოფიერი იყო ჩემთვის,შევიძინეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები,რასაც მოსწავლეებს გადავცემ.შემიძლია ბლოგში მუშაობა,პორტფოლიოს სრულყოფილად შექმნა,ავტვირთე პროექტი,რომლის განხორციელებასაც ვაპირებ ამ სასწავლო წელს.კომპიუტერული უნარ-ჩვევები დამეხმარება უკეთესად წარვმართო ჩემი პროფესიული საქმიანობა,ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ქალბატონ ქეთი ცერაძეს,რისთვისაც უზომოდ მადლიერი ვარ.
ტრენინგის მე-9 დღე
გავიმეორეთ link-list-ის განრიგის გადატანა.ვიმუშავეთ ბლოგში,ვივარჯიშეთ გვერდების ჩასმაზე,დამატებაზე.გაჯეტში ჩავსვიტ ბანერები,ეს საშუალებას მომცემს პირდაპირ საიტზე გადავიდეთ,გადავიტანეთ წერილი საცავში.მოვისმინეთ მასწავლებლებისპრეზენტაცია და ბოლოს მოვახდინეთ ტრენინგის შეჯამება.
Saturday, September 13, 2014
ტრენინგის მე-8 დღე
ტრადიციულად ტრენინგი დავიწყეთ გამეორებით.შემდეგ გავეცანით თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ფასილიტაციას მოსწავლეებისპროექტზე მუშაობისას,ვისწავლეთ სიის გაჯეტის შექმნა.გადავხედეთ პორტფოლიოს,ავტვირთეთ ჩვენი საქაღალდე ბლოგზე;შრომატევადი,მაგრამ ნაყოფიერი იყო დღევანდელი ტრენინგი.
Friday, September 12, 2014
ტრენინგის მე-7 დღე
ტრენინგის მე-7 დღე როგორც ყოველთვის დავიწყეთ გამეორებით;გავეცანით როგორ გავითვალისწინოთ მოსწავლეთა საჭიროებები მათი ნიჭის მიხედვით და როგორ შევურჩიოთ სავარჯიშოები თითოეულ მათგანს.ვიმუშავეთ ბლოგში, ვისწავლეთ HTML გაჯეტი,რომლის გამოყენებითაც ჩავსვი საათი,შემიძლია შემდეგში ვიდეოს ჩასმაც.ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე
Sunday, September 7, 2014
მეექვსე დღე
ტრენინგის მეექვსე დღე გამეორებით დავიწყეთ.ვისწავლეთ როგორ უნდა წარმოადგინოს მოსწავლემ დავალებულიპროექტის პრეზენტაცია,გავეცანით მოსწავლეთა პროექტების შეფასების სხვადასხვა ნიმუშს და შევადგინეთ საკუთარი პროექტისთვის;გადავხედეთ პროექტის გეგმებს.
Saturday, September 6, 2014
ტრენინგის მეხუთე დღე
ტრენინგის მე-5 დღე,როგორც ყოველთვის გამეორებით დავიწყეთ.ვისაუბრეთ რამდენად მნიშვნელოვანია საავტორო უფლებების დაცვა,ვისწავლეთ როგორ ჩავსვათ გამოყენებული ლიტერატურის შაბლონები.დავათვალიერეთ სხვა მასწავლებლების ბლოგები და გავაკეთეთ კომენტარები.ვიმუშავეთ ბლოგში,კერძოდ ვისწავლეთ გაჯეტების ჩასმა.ტრენინგი ძალიან ნაყოფიერი იყო ჩემთვის.
Friday, September 5, 2014
ტრენინგის მეოთხე დღე
ტრენინგი დავიწყეთ გამეორებით.გავეცანით შეფასების სხვადასხვა
მეთოდს,გავარჩიეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმა.დაწვრილებით გავეცანით თუ როგორ წარმოვადგინოთ პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია,როგორც თეორიულად,ასევე პრაქტიკულად.ბოლოს ვიმუშავეთ ბლოგში,ვისწავლეთ სურათების ჩასმა.
.
Subscribe to:
Posts (Atom)