Sunday, September 14, 2014

ტრენინგის შეჯამება

ტრენინგი ძალიან ნაყოფიერი  იყო ჩემთვის,შევიძინეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები,რასაც მოსწავლეებს გადავცემ.შემიძლია ბლოგში მუშაობა,პორტფოლიოს სრულყოფილად შექმნა,ავტვირთე პროექტი,რომლის განხორციელებასაც ვაპირებ ამ სასწავლო წელს.კომპიუტერული უნარ-ჩვევები დამეხმარება უკეთესად წარვმართო ჩემი პროფესიული საქმიანობა,ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ქალბატონ ქეთი ცერაძეს,რისთვისაც უზომოდ მადლიერი ვარ.

ტრენინგის მე-9 დღე

გავიმეორეთ link-list-ის განრიგის გადატანა.ვიმუშავეთ ბლოგში,ვივარჯიშეთ გვერდების ჩასმაზე,დამატებაზე.გაჯეტში ჩავსვიტ ბანერები,ეს საშუალებას მომცემს პირდაპირ საიტზე გადავიდეთ,გადავიტანეთ წერილი საცავში.მოვისმინეთ მასწავლებლებისპრეზენტაცია და ბოლოს მოვახდინეთ ტრენინგის შეჯამება.

Saturday, September 13, 2014

ტრენინგის მე-8 დღე

ტრადიციულად ტრენინგი დავიწყეთ გამეორებით.შემდეგ გავეცანით თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ფასილიტაციას მოსწავლეებისპროექტზე მუშაობისას,ვისწავლეთ სიის გაჯეტის შექმნა.გადავხედეთ პორტფოლიოს,ავტვირთეთ ჩვენი საქაღალდე ბლოგზე;შრომატევადი,მაგრამ ნაყოფიერი იყო დღევანდელი ტრენინგი.

Friday, September 12, 2014

ტრენინგის მე-7 დღე

ტრენინგის მე-7 დღე როგორც ყოველთვის დავიწყეთ გამეორებით;გავეცანით როგორ გავითვალისწინოთ მოსწავლეთა საჭიროებები მათი ნიჭის მიხედვით და როგორ შევურჩიოთ სავარჯიშოები თითოეულ მათგანს.ვიმუშავეთ ბლოგში, ვისწავლეთ HTML გაჯეტი,რომლის გამოყენებითაც ჩავსვი საათი,შემიძლია შემდეგში ვიდეოს ჩასმაც.ვიმუშავეთ პროექტის  გეგმაზე

Sunday, September 7, 2014

მეექვსე დღე

ტრენინგის მეექვსე დღე გამეორებით დავიწყეთ.ვისწავლეთ როგორ უნდა წარმოადგინოს მოსწავლემ დავალებულიპროექტის პრეზენტაცია,გავეცანით მოსწავლეთა პროექტების შეფასების სხვადასხვა ნიმუშს და შევადგინეთ საკუთარი პროექტისთვის;გადავხედეთ პროექტის გეგმებს.

Saturday, September 6, 2014

ტრენინგის მეხუთე დღე

ტრენინგის მე-5 დღე,როგორც ყოველთვის გამეორებით დავიწყეთ.ვისაუბრეთ რამდენად მნიშვნელოვანია საავტორო უფლებების დაცვა,ვისწავლეთ როგორ ჩავსვათ გამოყენებული ლიტერატურის შაბლონები.დავათვალიერეთ სხვა მასწავლებლების ბლოგები და გავაკეთეთ კომენტარები.ვიმუშავეთ ბლოგში,კერძოდ ვისწავლეთ გაჯეტების ჩასმა.ტრენინგი ძალიან ნაყოფიერი იყო ჩემთვის.
                                                             

Friday, September 5, 2014

ტრენინგის მეოთხე დღე

ტრენინგი დავიწყეთ გამეორებით.გავეცანით შეფასების სხვადასხვა მეთოდს,გავარჩიეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმა.დაწვრილებით გავეცანით თუ როგორ წარმოვადგინოთ პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია,როგორც თეორიულად,ასევე პრაქტიკულად.ბოლოს ვიმუშავეთ ბლოგში,ვისწავლეთ სურათების ჩასმა. 





  .

Sunday, August 31, 2014

ტრენინგის მე-3 დღე

მესამე დღე კიდევ უფრო ნაყოფიერი იყო.დავიწყეთ ნასწავლი მასალის გამეორებით,ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე,ამისათვის გავიარეთ შემდეგი ეტაპები:დავადგინეთ სტანდარტი,განვსაზღვრეთ პროექტის მიზანი,შევადგინეთ მიმართულების მიმცემი კითხვები.ვიმუშავეთ აგრეთვე ბლოგზე.


Saturday, August 30, 2014

ტრენინგის მეორე დღე

ტრენინგის მეორე დღე საშინაო დავალების შემოწმებით დავიწყეთ,განვიხილეთ პროექტების სათაურები.საფუძვლიანად გავიმეორეთ წინა დღის მასალა.ქალბატონმა ქეთიმ გაგვაცნო word-ის ინსტრუმენტები,რაც დაგვეხმარა ბუკლეტის დამზადებაში.ვისწავლეთ აგრეთვე საქაღალდის დაარქივება და გაგზავნა.ეს დღე მართლაც ბევრის მომცემი იყო ჩემთვის.

Friday, August 29, 2014

ტრენინგის პირველი დღე

         გავეცანით ტრენერს ქალბატონ ქეთი ცერაძეს,რომელმაც ოპტიმისტური განწყობით დაიწყო ტრენინგი.გავეცანით ინტელის ძირითადი კურსის მიზნებს,მის გზამკვლევს.დაწვრილებით და გასაგებად აგვიხსნა,როგორ შევქმნათ პორტფოლიოს საქაღალდე,რაც პრაქტიკულად განვახორციელეთ.ქალბატონმა ქეთიმ გაგვაცნო აგრეთვე კურსის რესურსები და გვასწავლა მისი შენახვა.ვნახეთ სხვადასხვა პროექტები და ერთმანეთს გავუზიარეთ შთაბეჭდილებები.ვისწავლეთ ბლოგის შექმნა.