მესამე დღე კიდევ უფრო ნაყოფიერი იყო.დავიწყეთ ნასწავლი მასალის გამეორებით,ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე,ამისათვის გავიარეთ შემდეგი ეტაპები:დავადგინეთ სტანდარტი,განვსაზღვრეთ პროექტის მიზანი,შევადგინეთ მიმართულების მიმცემი კითხვები.ვიმუშავეთ აგრეთვე ბლოგზე.
Sunday, August 31, 2014
Saturday, August 30, 2014
ტრენინგის მეორე დღე
ტრენინგის მეორე დღე საშინაო დავალების შემოწმებით დავიწყეთ,განვიხილეთ პროექტების სათაურები.საფუძვლიანად გავიმეორეთ წინა დღის მასალა.ქალბატონმა ქეთიმ გაგვაცნო word-ის ინსტრუმენტები,რაც დაგვეხმარა ბუკლეტის დამზადებაში.ვისწავლეთ აგრეთვე საქაღალდის დაარქივება და გაგზავნა.ეს დღე მართლაც ბევრის მომცემი იყო ჩემთვის.
Friday, August 29, 2014
ტრენინგის პირველი დღე
გავეცანით ტრენერს ქალბატონ ქეთი ცერაძეს,რომელმაც ოპტიმისტური განწყობით დაიწყო ტრენინგი.გავეცანით ინტელის ძირითადი კურსის მიზნებს,მის გზამკვლევს.დაწვრილებით და გასაგებად აგვიხსნა,როგორ შევქმნათ პორტფოლიოს საქაღალდე,რაც პრაქტიკულად განვახორციელეთ.ქალბატონმა ქეთიმ გაგვაცნო აგრეთვე კურსის რესურსები და გვასწავლა მისი შენახვა.ვნახეთ სხვადასხვა პროექტები და ერთმანეთს გავუზიარეთ შთაბეჭდილებები.ვისწავლეთ ბლოგის შექმნა.
Subscribe to:
Posts (Atom)